2010 წლის 15 ივლისს, ბულგარეთის ქალაქ ალბენაში ჩატარდა ყველა ჯიშის გამოფენა CAC “GEORGIA 2010“.
აღნიშნული გამოფენა ჩატარდა "Black Sea Winner" კინოლოგიური კვირის ფარგლებში.
გამოფენაზე მონაწილეობისთვის ევროპის მრავალი ქვეყნიდან 430-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა.
რინგზე მუშაობდნენ ექსპერტები: ზ.ომაროვი (საქართველო), ი.დიმიტროვი, დ.კუზელი, გ.ხრისტოზოვი, ზ.დავიდოვსკა (ბულგარეთი), ნ.იოვანოვიჩი, ზ.ჩურჩიჩი (სერბეთი).