საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის გამოფენების გრაფიკი 2013 წ.
|
დაწვრილებით...
|
|
სკფ-ს გამოფენების 2012:
|
დაწვრილებით...
|
ტიტულების შესახებ |
|
ტიტული JCAC (ნაციონალური ჩემპიონობის იუნიორი კანდიდატი) მიენიჭება იუნიორთა კლასში გამარჯვებულ როგორც ხვად ასევე ძუ ძაღლებს. JCAC მიენიჭება ძაღლს რომლის ასაკობრივი ზღვარი ცდება 9 თვეს. ნებისმიერ ძაღლს რომელიც გახლავთ საქრთველოში რეგისტრირებული, ესაჭიროება ორი სხვადასხვა ექსპერტის მიერ, სხვადასხვა გამოფენებზე მიღებული ტიტული JCAC იმისათვის რომ ის გახდეს საქართველოს იუნიორი ჩემპიონი. თუ ძაღლი არის FCI-ს ნებისმიერი საკონტრაქტო ან წევრი ქვეყნის იუნიორი ჩემპიონი, ნებისმიერ გამოფენაზე მიღებული ერთი JCAC ტიტულის მიღებისას, მას მიენიჭება საქართველოს იუნიორი ჩემპიონის ტიტული.
ტიტული CAC (ნაციონალური ჩემპიონობის კანდიდატი) მიენიჭება ახალგაზრდა,ღია და ჩემპიონთა კლასში გამარჯვებულ როგორც ხვად ასევე ძუ ძაღლებს. ნებისმიერ ძაღლს რომელიც გახლავთ საქრთველოში რეგისტრირებული, ესაჭიროება სამი სხვადასხვა ექსპერტის მიერ, სხვადასხვა გამოფენებზე მიღებული ტიტული CAC იმისათვის რომ ის გახდეს საქართველოს ჩემპიონი. თუ ძაღლი არის FCI-ს ნებისმიერი საკონტრაქტო ან წევრი ქვეყნის ჩემპიონი, ნებისმიერ გამოფენაზე მიღებული ერთი CAC ტიტულის მიღებისას, მას მიენიჭება საქართველოს ჩემპიონის ტიტული.
“საქართველოს გრანდ ჩემპიონის” წოდება ენიჭება ჩემპიონთა კლასის ორგზის გამარჯვებულ ძაღლებს, რომლებიც ფლობენ “Class Winner”-ის ორ სერტიფიკატს, მიღებულს ორ სხვადასხვა გამოფენაზე, ორი სხვადასხვა ექსპერტის შეფასების შედეგად.
ტიტული CACIB (ინტერნაციონალური ჩემპიონობის კანდიდატი) მიენიჭება ყოველი ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელს (ხვადს და ძუს). ტიტული CACIB ძაღლებს მიენიჭება მხოლოდ საერთაშორისო გამოფენებზე. გამოფენაზე მიღებულ ტიტულ CACIB-ის დამტკიცება ხდება FCI მიერ.
|
ვეტერინარული წესები |
|
საქართველოში მგზავრობისა და გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად თქვენ ძაღლს გაკეთებული უნდა ჰქონდეს ცოფის საწინაამღდეგო აცრა, ვაქცინა დარეგისტრირებული უნდა იყოს ვაქცინაციის საერთაშორისო (ვეტერინარულ პასპორტში) არა უმცირეს 30 დღით და არა უმეტეს 12 თვით ადრე საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე.
საქართველოს ახალი ვეტერინარული წესების თანხმად, საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილ ძაღლს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი.
დაწვრილებითი იმფორმაციისთვის მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე ან ტელეფონზე:
Tel.: +995 322 37-02-59
E-mail:
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
|
|
|
<< პირველი < წინა 1 2 შემდეგი > ბოლო >>
|
გვერდი 2 დან 2 |