CAC-CACIB FCI "Georgian Spring 2023" და "Golden Cup 2023" - გორში
2023 წლის 8 და 9 აპრილს ქ. გორში, სპორტის სასახლეში გაიმართება ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენებიCAC და CACIB - Georgian Spring 2023 და Golden Cup 2023. რეგისტრაცია სრულდება 24 მარტს.
გამოფენის პარალელურად მონაწილეებს შეუძლიათ მოინახულონ გორის მიმდებარე სანახაობები: სტალინის მუზეუმი (2 კმ), გორის ციხე (2 კმ), გორიჯვრის წმ. გიორგი (4,5 კმ), უფლისციხე (13 კმ), ატენის სიონი (11 კმ) და სხვ.
(*კილომეტრაჟის ათვლა მოცემულია გორის სპორტის სასახლიდან).
CAC-CACIB FCI "Rtveli 2022" და "Georgian Winner 2022"
2022 წლის 1 და 2 ოქტომბერს ქ.
თელავში ჩატარდება ჯიშიანი ძაღლების ორი საერთაშორისო გამოფენაCAC-CACIB FCI "Rtveli 2022" და "Georgian Winner 2022". რეგისტრაცია სრულდება 18 სექტემბერს
დღეს (2022 წლის 20 ივნისს) ესპანეთის ქალაქ მადრიდში, FCI-ის გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით (71 ხმით 74-დან) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კინოლოგიური ფედერაციისთვის სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს იყო ის მიზანი, რომლისკენაც
ჩვენი ფედერაცია მიილტვოდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. დიდ მადლობას ვუხდით FCI-ის ყველა წევრს, რომლებმაც ხმა მისცეს საქართველოს. ეს არის ჩვენი ფედერაციის დიდი მიღწევა და დიდი სტიმული იმისთვის, რომ საქართველოში კინოლოგიის განვითარება უფრო მაღალ დონეზე ავიდეს.
ვულოცავთ საქართველოს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!
CAC-CACIB FCI "Georgian Cup 2022", "Iveria Star 2022" და "Golden Fleece"
10, 11 და 12 ივნისი2022 - ქ. თბილისში ჩატარდება ყველა ჯიშის ძაღლების საერთაშორისო გამოფენა CAC-CACIB FCI "Georgian Cup 2022", "Iveria Star 2022" და "Golden Fleece".