საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია
ისტორია და მისია
საქართველოს ორგანიზებული კინოლოგიის თანამედროვე ისტორია 1991 წლიდან იწყება — წლიდან, როდესაც დარგმა ოფიციალური სტატუსი მიიღო და დაარსდა საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია (FCG — Fédération Cynologique de Géorgie).
1991
საქართველოს კინოლოგიამ ოფიციალური სტატუსი მიიღო და შეიქმნა საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია.
1997
FCG საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციას (FCI — Fédération Cynologique Internationale) საკონტრაქტო პარტნიორის სტატუსით შეუერთდა.
2001
საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია FCI-ის ასოცირებული წევრი გახდა.
2021
FCG-მ FCI-ის სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიიღო.
ჩვენი მისია
ქართული კინოლოგიის განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა
დაარსების დღიდან FCG თანამშრომლობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის კინოლოგიურ ორგანიზაციებთან და ხელს უწყობს საქართველოს ჩართულობას საერთაშორისო კინოლოგიურ სივრცეში.
ფედერაცია საქართველოში რეგულარულად ატარებს ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენებს და ღიაა ყველა დაინტერესებულ კინოლოგიურ ორგანიზაციასთან პროფესიული თანამშრომლობისთვის.
