პარასკევი, 05 დეკემბერი 2025
საქართველოს კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია გიზიარებთ ამონარიდებს საქართველოს კანონიდან "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ"

სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

მუხლი 103. „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი შინაური ბინადარი ცხოველის კეთილდღეობისა და მოვლა-პატრონობის მოთხოვნების დარღვევა
1. შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დარღვევა, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-2−მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს, − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)

2. შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარების ვალდებულების დარღვევა − გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა უმეთვალყურეო/უპატრონო/მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4. შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

5. შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის მოთხოვნის დარღვევა − გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

6. შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის გამრავლება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული თანხმობის გარეშე − გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

7. შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვების აკრძალვის მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე იურიდიული პირისა − 10 000 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)

8. შინაური ბინადარი ცხოველების შემგროვებლობა − გამოიწვევს ცხოველების კონფისკაციას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)

9. შინაური ბინადარი ცხოველების ორთაბრძოლებისთვის ადგილის გადაცემა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა − 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას.

10. შინაური ბინადარი ცხოველების ორთაბრძოლების ორგანიზება ან/და ჩატარება, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა − 35 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას.

 

მუხლი 103​1. გარეული ცხოველების ტყვეობასა და ნახევრად თავისუფალ პირობებში დაცვის, შენახვის, გამოყენებისა და გამრავლების წესების დარღვევა

გარეული ცხოველების ტყვეობასა და ნახევრად თავისუფალ პირობებში დაცვის, შენახვის, გამოყენებისა და გამრავლების წესების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ ლარამდე.

 

მუხლი 103​2 . შინაური ბინადარი ცხოველის გადაადგილების მოთხოვნების დარღვევა
1. შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებსა და საავადმყოფოში, გარდა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

2. ძაღლის გასეირნება საბლის ან ალიკაპის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შინაურ ბინადარ ცხოველთან ერთად მგზავრობა საბლის ან ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში − საბლის ან ალიკაპის ან ხელში აყვანის ანდა სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)

 

მუხლი 103​3 . „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შინაური ბინადარი ცხოველის მოშენების მოთხოვნების დარღვევა


1. შინაური ბინადარი ცხოველების საშენის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის მოშენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დარღვევით, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. შინაური ბინადარი ცხოველების საშენის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის მოშენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგისტრაციის გარეშე − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ძაღლების მოშენების მორატორიუმის დარღვევა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით .

 

მუხლი 103​4. „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა


1. შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დარღვევა, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. შინაური ბინადარი ცხოველების კერძო თავშესაფრის, შინაური ბინადარი ცხოველების საშენისა და ვეტერინარული დაწესებულების მიერ შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

3. შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით − გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზიის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)

 

მუხლი 104. ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა

ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია, როგორც ერთჯერადად, ისე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით.

 
CAC-CACIB FCI "Rtveli 2025", და "Georgian Winner 2025" - თელავში

2025 წლის 11 და 12 ოქტომბერს თელავში, სპორტის სასახლეში გაიმართება ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენები  CAC და CACIB - Rtveli 2025 და Georgian Winner 2025. რეგისტრაცია სრულდება 6 ოქტომბერს.

 Telavis gamophenebi

2025 kdebi 11 oct 2025 kdebi 12 oct
11 ოქტომბერი 2025 12 ოქტომბერი 2025
დაწვრილებით...
 
2 ეროვნული CAC-FCG თბილისის ზღვაზე

2025 წლის 12 და 13 სექტემბერს თბილისში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაიმართება ჯიშიანი ძაღლების ეროვნული გამოფენები CAC-FCG - "გვიყვარდეს ერთმანეთი 2025" და "თბილისის ზღვაზე 2025". რეგისტრაცია სრულდება 7 სექტემბერს.

 Saerto baneri 123 13 seqtemberi axali

2025 kdebi tbilisis zgva 12 09 2025 axali 2025 kdebi tbilisis zgva 13 09 2025 axali
17 სექტემბერი 2025 18 სექტემბერი 2025
დაწვრილებით...
 
ფედერაციის წევრთა კრების ოქმი
08/07/2025

გთხოვთ, იხილოთ საქართველოს კონოლოგიური ფედერაციის წევრთა 2025 წლის 18 ივლისის კრების ოქმი

კრების ოქმის ნახვა

 
საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის სრულუფლებიან წევრებს
08/07/2025

საქართველოს კონოლოგიური ფედერაცია გაცნობებთ რომ 2025 წლის 18 ივლისს 17 საათზე მოწვეულია წევრთა საერთო კრება.


კრების დღის წესრიგი:


1) სკფ საერთაშორისო ექსპერტების იუზა ბერაძის და ზაზა ომაროვის საჩივარის განხილვა (დისკვალიფიკაციის მოთხოვნით) მარინა ჩიკაშუას და გიორგი მინდიაშვილის მიმართ, სკფ გამგეობის მიმართვა.


კრება ჩატარდება საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ოფისში, მისამართი: თბილისი, პეკინის ქუჩა # 39;


დასწრება სავალდებულოა.

 
27, 28 და 29 ივნისს, ბათუმში გაიმართება 3xCAC–CACIB FCI

2025 წლის 27, 28 და 29 ივნისს ბათუმში გაიმართება საერთაშორისო დონის FCI CAC–CACIB ძაღლების გამოფენა!

სამი დღე — სამი შანსი გახდე ჩემპიონი!
დასვენება და გამარჯვება ერთდროულად შეგიძლია იზეიმო!
მოიყვანე შენი ოთხფეხა მეგობარი და გახდი შოუს ნაწილი!

ლოკაცია:
ხელვაჩაურის სპორტსკოლის დახურული დარბაზი — კომფორტული სივრცე ზღვისპირა ქალაქში.

სპეციალური ფინალი — 29 ივნისს:
მესამე დღეს გაიმართება Supreme Best in Show, სადაც სამივე დღის გამარჯვებულებს შორის გამოვლინდება მთავარი ჩემპიონი!

ორგანიზატორია:
საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია
(FCG – Fédération Cynologique de Géorgie)

ნუ გამოტოვებ!
გელოდება სანახაობა, მსოფლიო დონის ექსპერტები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ბათუმის მზიან სანაპიროზე!

რეგისტრაცია სრულდება 22 ივნისს

დაწვრილებით...
 
CAC-CACIB FCI Georgian Spring 2025 და Golden Cup 2025 - თბილისი

2025 წლის 26 და 27 აპრილს თბილისში, სპორტის სასახლეში გაიმართება ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენები  CAC და CACIB - Georgian Spring 2025 და Golden Cup 2025. ასევე, CAC-WUT, CAC-FCG -  Georgian National Teckel Club Show. რეგისტრაცია სრულდება 18 აპრილს.

1 26 aprili clubwinner2025tekkel 2 27 aprili
26 აპრილი, 2025 26 აპრილი, 2025 27 აპრილი, 2025
დაწვრილებით...
 
CAC-CACIB FCI "Rtveli 2024", და "Georgian Winner 2024" - თელავში

2024 წლის 19 და 20 ოქტომბერს თელავში, სპორტის სასახლეში გაიმართება ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენები  CAC და CACIB - Rtveli 2024, Georgian Winner 2024 და The first Georgian National Teckel Club Show. რეგისტრაცია სრულდება 14 ოქტომბერს.

Telavi 19.10.2024 Teckelshow2024 Telavi 20.10.2024
19 ოქტომბერი 2024 19 ოქტომბერი 2024 20 ოქტომბერი 2024
დაწვრილებით...
 
ჯიშიანი ძაღლების 2 ეროვნული გამოფენა CAC - "გვიყვარდეს ერთმანეთი 2024" და "ღამის შოუ ზღვაზე 2024" - თბილისი

2024 წლის 19 და 20 ივლისს თბილისის ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება ჯიშიანი ძაღლების ეროვნული გამოფენები  CAC - "გვიყვარდეს ერთმანეთი 2024" და "ღამის შოუ ზღვაზე 2024". რეგისტრაცია სრულდება 10 ივლისს.

KDA 2024 Zooparki Zooparkis gamophena Buta
19 ივლისი 2024 20 ივლისი 2024
დაწვრილებით...
 
<< პირველი < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლო >>

გვერდი 1 დან 10
 
 

 


ჩვენი სპონსორები:

Vetlife Geo

  

ჩვენი სტუმრები:
free counters